მომსახურების პირობები
EVENT PRO – მომსახურების პირობები და წესები
განახლებულია: ნოემბერი 2025
მადლობა, რომ ირჩევთ EVENT PRO-ს.
მოცემული პირობები და წესები ემსახურება მხოლოდ მხარეთა უფლებების დაცვას და განმარტავს, თუ როგორ ვუწევთ მომსახურებას და რას ეთანხმებით ჩვენი სერვისების დაჯავშნისას.
EVENT PRO - გამქირავებელი ან/და მომსახურების გამწევი- შპს”ივენთ პრო. ჯორჯია” ს/კ 405746448, თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა 14ა, 25 კორპუსი, ბინა 25. 0160. eventprogeorgia@gmail.com,
საბანკო რეკვიზიტი: საქართველოს ბანკი GE94BG0000000605271358
წარმოდგენილი დირექტორ თამაზ დევიძის სახით (პ/ნ 01005024562)
+995 571 502 129 l +995 551 111 555 l +995 500 50 78 77
მომხმარებელი - დამქირავებელი ან/და მომსახურების მიმღები ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც იღებს EVENT PRO- ის მომსახურებას ან პროდუტს ქირით.
1. დაჯავშნა და გადახდა
-
დაჯავშნა ძალაში შედის მხოლოდ ხელმოწერილი შეთანხმების ან წერილობითი დადასტურების, ასევე წინასწარი გადახდის შემდეგ.
-
წინასწარი გადახდა (ჯავშანი) მოიცავს შეკვეთის დასტურისას სრული ღირებულების (ინვოისის) 50%-ის (ბე-ს) ჩარიცხვას. ეს არის დასტურის ბოლო ეტაპი - დაჯავშნა.
-
წინასწარი ჩარიცხვით ასევე დასტურდება ინვოისი და მისი სისწორე. ინვოსიდან რაიმე პროდუქტის ან მომსახურების ამოღება დასტურის შედგომ საწიროებს EVENT PRO-ს თანხმობას.
-
წინასწარი გადახდა (50%) არ დაბრუნდება, გარდა შემთხვევისა, როცა ცვლილება გამოწვეულია EVENT PRO-ს მხრიდან.
-
მომხმარებელმა დარჩენილი სრული ღირებულების 50% ან შეთანხმებისამებრ დარჩენილი თანხა უნდა გადაიხადოს ღონისძიებამდე ერთი ან ორი დღით ადრე, თუ სხვა წერილობით არ არის შეთანხმებული. ღონისძიების ან ნივთის (ნივთების) ქირავნობის დღეს საინვოისო ღირებულება სრულად უნდა იყოს დაფარული.
-
საინვოისო ღირებულება შეიძლება შეიცვალოს, თუ მომხმარებელი ცვლის დეტალებს (ლოკაცია, დრო, სტუმრების რაოდენობა, სერვისები, პროდუქტი და ა.შ.). ამ დროს VENT PRO-ს უფლება აქვს შეცვალოს ინვოისი ახალ გარემოებებზე მორგებულად.
2. გაუქმება და ცვლილებები.
-
ჩარიცხული სრული ღირებულების 50% (ჯავშანი-ბე) არ უბრუნდება მომხმარებელს.
-
თარიღის, ადგილის, დროის ან სერვისების ცვლილება, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მხრიდან, უნდა შეთანხმდეს EVENT PRO-სთან. ამას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ფასზე და ამ შემთხვევაში თუ შეკვეთა-ჯავშანი გაუქმდა ან მკვეთრად შეცვლილმა გარემოებებმა შეუძლებელი გახადა ვალდებულების სრულყოფილად შესრულება, EVENT PRO უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს შესრულებაზე და არ დააბრუნოს ჯავშნის თანხა. შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით საკითხის დარეგულირება მოხდეს სხვაგვარად.
-
ჩარიცხული სრული საინვოისო ღირებულება არ უბრუნდება მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიება გაუქმდა მისი ბრალულობით ან სურვილით. შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით საკითხის დარეგულირება მოხდეს სხვაგვარად.
3. ინვენტარისა და აღჭურვილობის ქირაობის წესები
-
EVENT PRO მოვალეა გადასცეს მომხმარებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში
-
ნაქირავები ნივთები უნდა დაბრუნდეს იმავე მუშა და კარგ მდგომარეობაში, როგორშიც იქნა მიღებული. მიღებისას თუ არ არის რაიმე ფოტომასალა ან შეტყობინება დაზიანეულ ნივთზე მითითებით, ითვლება რომ მომხმარებელმა მიიღო ნივთობრივად უნაკლო და რაოდენობრივად სწორი ინვენტარი თუ პროდუქტი.
-
დამქირავებელი მოვალეა მოუაროს ქირით აღებულ ნივთს და დაიცვას უსაფრთხოების წესები. მომხამრებელი პასუხისმგებელია ქონების დაზიანებაზე, დაკარგვაზე ან გაფუჭებაზე ღონისძიების მიმდინარეობისას. მიღებად ითვლება ინვენტარის გადაცემა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
-
დაზიანების შემთხვევაში დარიცხული იქნება იგივე ან იდენტური ინვენტარის ღირებულება. ფასები დაითვლება საბაზრო ღირებულებიდან და არა ქირავნობის თანხიდან.
-
გაქირავებული ინვენტარი უნდა მიიღოს მომხმარებელმა შეკვეთის ფორმაში მითითებულ დროს და ასევე უნდა უზრუნველყოს მისი დაბრუნება შეკვეთის ფორმაში მითითებულ დღეს და დროს. თუ ვერ უზრუნველყო ნივთების დაბრუნება დათქმული დროის პერიოდში, EVENT PRO უფლებამოსილია დააკისროს მომხმარებელს დამატებითი ერთი დღის საფასური გადაცილებული დღეების მიხედვით.
-
ტრანსპორტირება - (ტრანსპორტირება მოიცავს გაქირავებული ნივთების კონკრეტულ ადგილამდე მიტანას და იმ ადგილზე ჩამოცლას სადაც სატრანსპორტო საშუალება მიდის. ასევე უკან წამოღბისასაც ყველა ნივთი უნდა იყოს ერთ ადგილას თავმოყრილი იგივე ადგილას რათა იმ ადგილიდან ჩალაგდეს უკან. არ მოიცავს სართულებზე ატანას და შორ დისტანციაზე წაღებას). გამონაკლისის გარდა, შეკვეთის ტრანსპორტირება ხდება EVENT PRO-ს მიერ.
-
ჩამოტვირთვა/დალაგება/უკან ჩატვირთვა/მონტაჟი/დემონტაჟი - (მოიცავს გაქირავებული ნივთების განლაგებას კონკრეტულ ადგილებზე, მათ ჩამოცლას და განაწილებას, ასევე მონტაჟს და დემონტაჟს, შემდგომ მის ალაგებას და სატრანსპორტო საშუალებაში ჩალაგებას, ატანას სართულებზე ან შორ მანძილზე წაღებას). ეს მომსახურება არის დამატებითი ღირებულების მომსახურება..
4. უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა
-
მომხმარებელი პასუხისმგებელია უსაფრთხო და შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფაზე.
-
EVENT PRO არ არის პასუხისმგებელი სტუმრების, მესამე პირების ან არასწორი სივრცის გამო გამოწვეულ დაზიანებაზე, უბედურ შემთხვევებზე ან ქონებრივი ზიანზე.
-
ფეიერვერკის სერვისი სრულდება მხოლოდ ლიცენზირებული სპეციალისტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
-
საჭიროების შემთხვევაში, თუ ღონისძიება მოითხოვს რაიმე სპეციფიკურ ნებართვას, მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს ნებართვები ან სხვა უფლებამოსილებები ღონისძიების სპეციფიკური ელემენტებისთვის.
-
საჭირროების შემთხვევაში, მომხმარებლის მხრიდან უნდა იქნას დასახელებული საკონტაქტო პირი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს EVENT PRO-ს და მიაწვდის ყველა საჭრო ინფორმაციას, დოკუმენტს და გაუწევს სხვა საჭირო დახმარებას.
5. ფურშეტი და მომსახურება
-
EVENT PRO იცავს სურსათის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტებს.
-
EVENT PRO არ არის პასუხისმგებელი პრობლემებზე, რომლებიც გამოწვეულია:
-
საკვების არასწორი შენახვით ღონისძიების შემდეგ
-
სტუმრების მიერ მისი არასწორი გამოყენებით
-
ჩვენი საკვების სხვა წყაროს საკვებთან შერევით
-
მიწოდების შემდეგ საკვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია კლიენტი.
6. ფოტო და ვიდეო მომსახურება
-
EVENT PRO-ს შეუძლია გადაიღოს ფოტო/ვიდეო მასალა მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით.
-
EVENT PRO-ს მიერ შექმნილი მასალა რჩება EVENT PRO-ს ინტელექტუალურ საკუთრებაში, თუ სხვა რამ წერილობით არ არის შეთანხმებული.
7. დაგვიანება და დაუძლევადი ძალა (Force Majeure)
-
EVENT PRO არ არის პასუხისმგებელი დაგვიანებაზე ან მომსახურების შეფერხებაზე, თუ მიზეზი ჩვენს კონტროლს გარეთაა (ამინდი, საცობები, სახელმწიფო შეზღუდვები, საგანგებო სიტუაციები და ა.შ.).
-
თუ ასეთმა ვითარებამ გამოიწვია მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა, EVENT PRO-მ უნდა შესთავაზოს გონივრული ალტერნატივა ან შესაბამისი თანხის დაბრუნება..
8. მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი ვალდებულია::
-
მიაწოდოს EVENT PRO-ს ზუსტი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ; (შეკვეთის ფორმის შესაბამისად).
-
უზრუნველყოს EVENT PRO-ს დროული წვდომა ლოკაციაზე მონტაჟისა და დემონტაჟისთვის;
-
უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო EVENT PRO-ს თანამშრომლებისთვის;
-
კომუნიკაცია ხდება მითითებული ნომრებიდან რომელიმეზე, მათ What’s App ან მეილზე.
9. მოქმედი კანონი
მოცემული პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
10. მიღება და დათანხმება
EVENT PRO-ს ნებისმიერი სერვისის დაჯავშნით, კლიენტი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ამ პირობებსა და წესებს.
დამტკიცებულია 2025 წელი, 20 ნოემბერი
თ.დევიძე