თანხის დაბრუნების პოლიტიკა

დაჯავშნა და გადახდა

  1. დაჯავშნა ძალაში შედის მხოლოდ ხელმოწერილი შეთანხმების ან წერილობითი დადასტურების, ასევე წინასწარი გადახდის შემდეგ.

  2. წინასწარი გადახდა (ჯავშანი) მოიცავს შეკვეთის დასტურისას სრული ღირებულების (ინვოისის) 50%-ის (ბე-ს) ჩარიცხვას. ეს არის დასტურის ბოლო ეტაპი - დაჯავშნა.

  3. წინასწარი ჩარიცხვით ასევე დასტურდება ინვოისი და მისი სისწორე. ინვოსიდან რაიმე პროდუქტის ან მომსახურების ამოღება დასტურის შედგომ საწიროებს EVENT PRO-ს თანხმობას. 

  4. წინასწარი გადახდა (50%) არ დაბრუნდება, გარდა შემთხვევისა, როცა ცვლილება გამოწვეულია EVENT PRO-ს მხრიდან.

  5. მომხმარებელმა დარჩენილი სრული ღირებულების 50% ან შეთანხმებისამებრ დარჩენილი თანხა უნდა გადაიხადოს ღონისძიებამდე ერთი ან ორი დღით ადრე, თუ სხვა წერილობით არ არის შეთანხმებული. ღონისძიების ან ნივთის (ნივთების) ქირავნობის დღეს საინვოისო ღირებულება სრულად უნდა იყოს დაფარული.

  6. საინვოისო ღირებულება შეიძლება შეიცვალოს, თუ მომხმარებელი ცვლის დეტალებს (ლოკაცია, დრო, სტუმრების რაოდენობა, სერვისები, პროდუქტი და ა.შ.). ამ დროს VENT PRO-ს უფლება აქვს შეცვალოს ინვოისი ახალ გარემოებებზე მორგებულად. 

გაუქმება და ცვლილებები.

  1. ჩარიცხული სრული ღირებულების 50% (ჯავშანი-ბე) არ უბრუნდება მომხმარებელს. 

  2. თარიღის, ადგილის, დროის ან სერვისების ცვლილება, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მხრიდან, უნდა შეთანხმდეს EVENT PRO-სთან. ამას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ფასზე და ამ შემთხვევაში თუ შეკვეთა-ჯავშანი გაუქმდა ან მკვეთრად შეცვლილმა გარემოებებმა შეუძლებელი გახადა ვალდებულების სრულყოფილად შესრულება, EVENT PRO უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს შესრულებაზე და არ დააბრუნოს ჯავშნის თანხა. შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით საკითხის დარეგულირება მოხდეს სხვაგვარად.

  3. ჩარიცხული სრული საინვოისო ღირებულება არ უბრუნდება მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიება გაუქმდა მისი ბრალულობით ან სურვილით. შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით საკითხის დარეგულირება მოხდეს სხვაგვარად.